თბილისის ორ სკოლაში ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევები გამოვლინდა

თბილისში 69-ე და 146-ე საჯარო სკოლებში ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევები გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
თუმცა, ამის მიუხედავად, განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სკოლებში სწავლის შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევები, მხოლოდ თბილისში გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, სკოლებში ფილტვის ტუბერკულოზის გამოვლენილი შემთხვევები კვლევის ეტაპზეა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, რეგიონებში მსგავსი ფაქტი არ გამოვლენილა.
“თბილისის 69-ე საჯარო სკოლაში გამოვლენილი ორი შემთხვევიდან ორივეს სხვადასხვა ინფექციის წყარო აქვს და ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები არ არის. ამ ორივე შემთხვევის კონტაქტები გამოკვლეულები არიან. რაც შეეხება მეორე სკოლას, სადაც 3 შემთხვევა გამოვლინდა კვლევის მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი შემთხვევაში პირი უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო გამოვლენილი 2 შემთხვევიდან ორივე მათგანი მკურნალობას აგრძელებს. პირები ვისთანაც დაავადებულებს კონტაქტი ჰქონდათ, გაიარეს მეთვალყურეობა და ყველა გამოკლვლეულია. საგანგაშო არაფერია”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები