ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი ჩატარდა

ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი გაიმართა – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახური იუწყება.
პრესსამსახურის ცნობით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ლექცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციასა და ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ისაუბრეს. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და უფრო დეტალურად გაერკვიათ მათთვის საინტერესო საკითხები. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და სტუდენტებში სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები