დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ფარმაცევტთა პროფესიული ასოციაციის კვლევის მონაცემების მიხედვით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ აქვთ, ძალაშია და როდესაც ნახავენ, რომ რაიმე სახიფათო, საგანგაშო სიგნალებია, მყისიერად მოახდენენ რეაგირებას. სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების ფასის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 8-10%-ის ფარგლებშია.
“საშუალოდ 8%-ია. რაც შეეხება რაოდენობას, ასის ფარგლებში იყო, ახლა უბრალოდ ზუსტად ციფრს ვერ ვიხსენებ. დღეს უკვე იქნება განახლებული ინფორმაცია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.