ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ხუთი მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული კიდევ ხუთი მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთო ჯამში, გადმოსვენებულია 30 მებრძოლი, საიდანაც ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 9, ხოლო დანარჩენების იდენტიფიკაციისთვის გრძელდება მუშაობა.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 14:30 საათზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ოჯახებისათვის ნეშტების გადაცემის პროცედურას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები