დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

23 თებერვლიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვის მაგიერ სპეციალური საგალობლები და ლოცვები სრულდება. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს, ლოცვის დროს, იკურთხება წანდილი. დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ. დიდი მარხვა 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები