საქართველოს ეროვნულ პარკებს ერთი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ

საქართველოს ეროვნულ პარკებს კავკასიის ბუნების დაცვის ფონდისგან ერთი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ.
როგორც “კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საგრანტო ხეშეკრულებას ხელი მიაწერეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა.
ხელშეკრულება ვაშლოვანის, თუშეთის, ყაზბეგის, კინტრიშის, ჯავახეთის და ალგეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს. გრანტის საერთო თანხა ერთ მილიონ ევროს შეადგენს.
ხელშეკრულება უზრუნველყოფს 3 წლის მანძილზე ცხოველთა სამყაროს სახეობაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას, ტურისტულ ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ მოვლა-შენახვას, სახელფასო დანამატს, საკონსულტაციო მომსახურეობასა და სხვა საოპერაციო ხარჯებს. როგორც კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა განაცხადა, შეთანხმების თანახმად, დაცულ ტერიტორიების რეინჯერებს გადაეცემათ ახალი აღჭურვილობა, ასევე თანამშრომლებს გაეზრდებათ ხელფასები და განახლდება დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები