დავით სერგეენკო: არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე- პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მთავრობა აპირებს ხარჯების 12%-ით შემცირებას. სერგეენკოს თქმით, ამ კვირის განმავლობაში გაიწერება მოქმედების გეგმა, რომელიც სახელმძღვანელო გახდება ყველა სამინისტროსთვის. რაც შეეხება უშუალოდ მის სამინისტროს, სერგეენკომ აღნიშნა, რომ არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება.
“ამას ცალსახად ვადასტურებ. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ეს ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს და, როგორც მოგახსენეთ, კვირის განმავლობაში უახლოეს დღეებში გაიწერება სამოქმედო გეგმა ყველა სამინისტროსადმი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.