ილია მეორემ მრევლს შენდობა სთხოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი შეასრულა.
“დღეს არის დღე, როცა პატიება უნდა ვითხოვოთ ყველასგან, ვისთანაც უბრად ვართ. დღეს ჩვენ ღვთის წინაშე ვდგავართ და ჩვენ ცოდვებს ვაღიარებთ. რომ შევკრიბოთ მთელი ქვეყნის ცოდვები, ეს ყველაფერი ჩემშია. დღეს თქვენ და სრულიად საქართველოს გთხოვთ, შემინდოთ ცოდვები”, – ბრძანა პატრიარქმა. მან მუხლი მოიყარა ამბიონზე მრევლის წინაშე და შენდობა ითხოვა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ღმერთმა შეუნდოს ყველა ქართველს, საქართველოს მკვიდრს და უცხოეთში მცხოვრებთ. ამის შემდეგ უწმინდესმა წაიკითხა სინანულის ლოცვა და კიდევ ერთხელ შესთხოვა ღმერთს, შეუნდოს საქართველოს და სრულიად ქართველ ერს ჩადენილი ცოდვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები