ილია მეორე: ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები

ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია, – ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე ბრძანა.
მისი თქმით, წარსულში კაცობრიობა ასე დაცემული არ ყოფილა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანს წარსულში ახასიათებდა რწმენა, თავმდაბლობა, ღრმა აზროვნება. დღეს კი ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე.

“ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა.

ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშეა.

“ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი წარსულით, წარსული საჭიროა, მაგრამ დღევანდელი დღის და მომავლის არდანახვა საშიშია. წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. რა არის თეთრი და რა არის კარგი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები