ტყიბულში დაღუპული მეშახტის დაკრძალვის ხარჯებს “საქნახშირ ჯი-აი-ჯი” გაიღებს
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად გუშინ დაღუპული მეშახტის ნ.ბ. -ს დაკრძალვის ხარჯებს საწარმო გაიღებს.
ამის შესახებ “კვირას “საქნახშირ ჯი-აი-ჯის” გენერალურმა დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი მეშახტე ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდან ტყიბულში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
დაღუპულ მეშახტეს მეუღლე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
მეშახტე ნ.ბ. საწარმოო პროცესის დროს დაიღუპა.
უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.