ექვთიმე თაყაიშვილის შრომების ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება

ექვთიმე თაყაიშვილის ქართულენოვანი შრომების ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. როგორც „კვირას“ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღეს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მისი ქართულენოვანი შრომების სრული ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება.
ამასთანავე, ბიბლიოთეკაში ექვთიმე თაყაიშვილის ბიბლიოთეკის ფონდიდან განსაკუთრებული წიგნები გამოიფინება. ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსებულია საიტზე www.sciencelib.ge პირველად საქარველოში, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ექვთიმე თაყაიშვილის ქართულენოვანი შრომების ერთად შეკრებილ ელექტრონულ ბიბლიოთეკას.
სახელოვანი მეცნიერის ქართულენოვანი შრომები ერთად აქამდე არასოდეს შეკრებილა არც ბეჭდური და არც სხვა სახით. ღონისძიებაზე ასევე გამოფენილი იქნება ბატონი ექვთიმეს პირადი ბიბლიოთეკის იშვიათი წიგნები: მფლობელისადმი სასაჩუქრედ გადაცემული წარწერებით; წიგნები ბატონი ექვთიმეს მინაწერებით; საქართველოს პირველი პარლამენტის ბეჭდით… განსაკუთრებით აღსანიშნავია საზღვარგარეთ გამოცემული წიგნების ექსპოზიცია, რომელიც პირველად იფინება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, მეცნიერები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები, ფართო საზოგადოება. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლიარებს, აგრეთვე, 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები