ვლადიმერ პუტინი: რუსეთის დამარცხების ილუზია ნურავის ექნება ნურავის ექნება
იმის ილუზია, რომ რუსეთს დაამარცხებს, – განცხადება ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ რუსეთის სამხედრო ძალებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად დაგვამარცხებენ. ასეთ ავანტიურებზე, ჩვენ ყოველთვის ადეკვატური პასუხი გვექნება. ჩვენმა მეომრებმა დაამტკიცეს, რომ შეუპოვრად შეუძლიათ ბრძოლა. მათ შეუძლიათ ვაჟკაცურად და პროფესიონალურად გაუმკლავდნენ ყველაზე რთულ პრობლემებს. ისინი ისე იქცევიან, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალებს შეეფერებათ, რომლებიც თავიანთ სამხედრო მოვალეობებს ღირსეულად უფრთხილდებიან”,- განაცხადა პუტინმა.