ლადო სადღობელაშვილი გოგა ხაჩიძეს პროკურატურაში უჩივლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრს გოგა ხაჩიძეს პროკურატურაში უჩივის, განცხადება ამასთან დაკავშირებით მან საკუთარი ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. “გოგა-თხა ხაჩიძეს – შენ ბლანჟიანო ბეკეკა, ისევ დეპუტატი ხარ? აბა დავტოვებ პარლამენტსო თუ ბიუჯეტი დამტკიცდაო?! ხო დამტკიცა, შენ რა სიტყვა გატეხე?! კარგი ნუ, რაც იყო იყო, შენ სიტყვა არ გიჭირავს, ეგ არაფერი, მთავარია არსებობს ისეთი ძალა, რომელიც მაგ სიტყვას შეგასრულებინებს პროკურატურის გზით ჩემო გოგა. უახლოეს დღეებში პროკურატურაში შევა თავისუფალი თაობის საჩივარი, რომლის თანახმადაც ბატონი გოგა ხაჩიძის წინააღმდეგ ვითხოვთ აღიძრას საქმე წყნეთში გაჩეხილ ხეტყის გამო. დიახ სწორედ ხაჩიძეს მინისტრობის დროს მოხდა უზარმაზარი ტყის სეგმენტის გაჩეხვა, ხოლო პასუხისგებაში კი არავინ მიეცა”, – წერს სადღობელაშვილი “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები