არქიმანდრიტი ანთიმოზი: დედა გყაავთ?

„დედა გყაავთ?!“ – რიტორიკული კითხვით მიმართავს საზოგადოების ნაწილს არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი და ქართველი მსახიობების სამოგზაურო თავგადასავალს ეხმაურება.
„მიშა მესხზე და ია სუხიტაშვილზე ბოლო დროს, ინტერნეტსივრცეში, იმდენი დაცინვა, ქილიკი, სიძულვილი ვნახე, გაოცებული ვარ. ვინა ხართ? რა ხართ? სად გაიზარდეთ, თქვე უჯიშოებო! დედა გყაავთ?!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომ „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე გამგზავრებულ ქართველ მსახიობებს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნათ. მსახიობმა მიშა მესხმა სტამბოლის საერთაშორისო აერპორტში პასპორტი დაკარგა, რის გამოც ის და მისი მეუღლე ია სუხიტაშვილი ქართული ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად ამერიკაში გუშინ ვერ გაემგზავრნენ.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის დახმარებით აეროპორტში პოლიციის მობილიზება მოხერხდა და მათ მესხის დაკარგული პასპორტი იპოვეს. ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი რეისით: სტამბოლი-ფილადელფია „ოსკარზე“ დასასწრებად დღეს გაემგზავრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები