თემურ მურღულია ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, თემურ მურღულიამ მეწარმეებს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული სიახლეები და მთავრობის ინიციატივები გააცნო, რაც მათ საშუალებას მისცემთ მომავალში ეფექტურად დაგეგმონ ბიზნესის განვითარების სტრატეგია.
სამინისტროს ინიციატივები ნარჩენების სეპარაციის, მწარმოებელთა გაფართოებული პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და თანამედროვე სტანდარტების შემოღების კუთხით ხელს შეუწყობს სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიზნის – მწვანე ბიზნესის ფორმირების პროცესსა და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
სამინისტროში მსგავსი შეხვედრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები