ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია: მედიკამენტების მცირე ნაწილზე ფასი მხოლოდ 8-9%-ით გაიზარდა

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მედიკამენტებზე ფასები საგანგაშოდ არ გაზრდილა და პანიკა, რომელიც მოსახლეობაშია, უსაფუძვლოა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ილონა კოკიაშვილის განცხადებით, მედიკამენტების მცირე ნაწილზე ფასი მხოლოდ 8-9%-ით გაიზარა, რაც დოლარის ზონიდან შემოტანილ პრეპარატებს ეხება. “ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გაჩნდა დიდი ინტერესი მედიკამენტებზე ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. ფარმაცევტულ საქმიანობაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის, ერთ და ორ პრეპარატზე ფასის ზრდიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია საერთო სურათის დანახვა. ჩვენ არ უარვყოფთ იმას, რომ პრეპარატებზე ფასები გაიზარდა, სხვადასხვა პრეპარატზე გაიზარდა, სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით, საშუალოდ ეს ზრდა არ არის კატასტროფული და ჩვენი – შიდა მონიტორინგზე დაყრდნობით, ეს არის 8-9%, ისიც ეს ეხება დოლარის ზონიდან შემოტანილ პრეპარატებს”, – განაცხადა ილონა  კოკიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები