გიორგი ნაკაშიძე: ჩვენს შეფერხებას რაიმე ზებუნებრივ ძალებს ნუ მიაწერთ

ოსკარის“ ცერემონიაზე დასასწრებად წასული ქართველი მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, ამერიკიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გულშემატკივრებს მიმართავს.
„მოგესალმებით ჩემო კარგებო, მართალი გითხრათ ახლა გავხსენი ჩემი გვერდი და დიდი აჟიოტაჟი დამხვდა!!! ჩვენი შეფერხება უამინდობის გამო მოხდა და რაიმე ზებუნებრივ ძალებს ნუ მიაწერთ!!! ასევე, შეფერხდა მთელი სტამბოლის აეროპორტის წამსვლელი და წამომსვლელი მგზავრები. ასე რომ, არაფერი უცნაური ამაში არ არის… დიდი მადლობა თანადგომისთის და ასევე, დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც შეწუხდნენ და სანამ თვითმფრინავში არ ჩაგვსვეს, იქამდე ჩვენთან ერთად იყვნენ!!! უბრალოდ ჩემი თხოვნაა, ჩვეულებრივ სიტუაციას (რეისის უამინდობის გადადებას ვგულისხმობ), ნუ გადააქცევთ პოლიტიკური ანგარიშსწორების სარბიელად!!!“ – წერს „ფეისბუქში“ გიორგი ნაკაშიძე.
„ოსკარის“ ცერემონიაზე დასასწრებად წასულ ქართველ მსახიობებს სტამბოლის აეროპორტში პრობლემები გუშინ შეექმნათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები