დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლიტველი სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გამართა
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ლიტველი სტუდენტები სტუმრობენ. ლიტველი სტუდენტები საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფრასტრუქტურას გაეცნენ. პრეზენტაციაზე, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიგუამ გამართა, ლიტველმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა და დაცული ლანდშაფტების შესახებ.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ახორციელებს სტუდენტებთან შეხვედრებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით. მსგავსი გაცნობითი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.