თბილისში 18 წლის ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოხტა

სუიციდის მცდელობა თბილისში. 18 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გუშინ მოსკოვის გამზირზე მოხდა.
როგორც ბიჭის მეზობლები „კვირასთან“ საუბრისას ყვებიან, შემთხვევის დღეს რამდენიმე საათით ადრე ის თავისივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეყვარებულთან ერთად დაინახეს. მათი ვარაუდით, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი შესაძლოა, შეყვარებულთან უთანხმოებაც გამხდარიყო.
„შემთხვევამდე თურმე მეგობარს დაურეკა, რომელსაც უთხრა, რომ ასე ცხოვრება მობეზრდა. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, რამდენიმე საათით ადრე კორპუსის ეზოში შეყვარებულთან ერთად დაინახეს. მეგობრები ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა, შეყვარებულთან უთანხმოებაც გახდა. ძალიან კარგი ოჯახია, არ ვიცით, რა მოხდა. ბავშვი საავადმყოფოში წევს და კომაშია. ექიმები კი მდგომარეობიდან მის გამოსვლას ელოდებიან, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდეს“, – აცხადებენ მეზობლები.
მოსკოვის გამზირზე მომხდარი თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები