ნინო გვენეტაძე: ჩემი უპირველესი მიზანია მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა

ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე, არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის რანგში წარდგენა საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობაა.
“ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, მათი უფლებების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში”, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ურთულესი გამოწვევები, რომლის წინაშეც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა დგას, აუცილებლად საჭიროებს სასამართლო კორპუსის თანადგომასა და მხარდაჭერას.
“სასამართლო დამოუკიდებელი მართლსაჯულების სისტემის განხორციელების ფონზე უნდა მოჩანდეს, როგორც მაღალი იდეალების ერთგული. ყოველი მოსამართლე ვალდებულია, იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნაზე და მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები