პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.
ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სულ 36 პირი წარადგინეს, თუმცა აქედან რვამ კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
პირად წარდგინებაზე უარი განაცხადეს: თინათინ ხიდაშელმა, დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ და ლადო ჭანტურიამ.
28 პრეტენდეტს შორის კი იყვნენ: დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.
უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსლების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები