“კოოპერატიული განათლების განვითარება საქართველოში“ – თემაზე სამუშაო განხილვა გაიმართება

სამშენებლო პროფესიული განათლების განვითარების საქმეში თანამშრომლობისთვის თემაზე – „კოოპერატიული განათლების განვითარება საქართველოში“ სამუშაო განხილვა გაიმართება.
საკითხს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და კოლეჯი „სპექტრი” განიხილავენ. მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, NCTD, კერძო კოლეჯების ასოციაცია, ბიზნესასოციაცია, დამსაქმებელთა ორგანიზაცია, ასოციაციები, სამშენებლო ორგანიზაციები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განხილვის დროს მოხსენება, დისკუსია და ჯგუფური მუშაობა იგეგმება.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, კერძო სექტორის მოთხოვნილებაა, ჰყავდეს კვალიფიცირებული და მოტივირებული კადრი.
„სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც მუდმივ დიალოგში არიან კერძო სექტორთან და შრომის ბაზრის მოთხოვნილებას კარგად იცნობენ, შეუძლიათ მოამზადონ კვალიფიციური კადრი.
თანამშრომლობა შეიძლება მრავალმხრივი და საინტერესო იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის პრობლემაა. აქედან გამომდინარე, სამწუხარო რეალობაა, რომ სკოლადამთავრებული და პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდები ვერ ახერხებენ სამუშაო ბაზარზე მორგებას“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, სამუშაო განხილვის მიზანი და განსახილველი საკითხებია:
როგორი შეიძლება იყოს თანამშრომლობა კერძო სექტორსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
რა როლი შეუძლია შეასრულოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ სპექტრის მაგალითზე? პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილება. რა მოლოდინი აქვთ მეწარმეებს? არიან თუ არა მზად აქტიური თანამშრომლობისათვის? რა მოლოდინი აქვთ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს? რომელი კომპეტენციიდან გამომდინარეობს? რა სარგებელი აქვს ამას?
„პროფესიული განათლება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სამუშაო ბაზრის რეფორმასთან, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. ასევე კერძო სექტორიც იღებს სარგებელს პროფესიული განათლებიდან: ადვილად პოულობს შესაფერის კადრს. კვლიფიცირებული კადრი ხდის კომპანიას კონკურენტუნარიანს საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე.
აქამდე არსებული წარმატებული მაგალითი კოლეჯ ”სპექტრსა” და კერძო სექტორთან გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა დავამყაროთ სხვა კომპანიებთან. სამუშაო განხილვა თემაზე ”კოოპერატიული განათლების განვითარება საქართველოში” ემსახურება სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერებას საგანმამათლებლო დაწესებულებებთან, უკვე არსებული სექტორის განსავითარებლად და ახალი მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
შეხვედრა 19 თებერვალს 11:00 საათიდან 16:30 საათამდე საზოგადოებრივ კოლეჯ ”სპექტრში”, ჭიჭინაძის ქ. №10-ში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები