საკრებულოში ,,ბინათმშენებლობის“ ფარგლებში მშენებარე კორპუსების გამოკვლევასა და ტექნიკურ ექსპერტიზაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებმა სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც, ძირითადად, 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავდა.
მსჯელობის შედეგად კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, როგორიცაა ,,თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები“ და პროექტ ,,ბინათმშენებლობის“ ფარგლებში მშენებარე კორპუსების გამოკვლევა და ტექნიკური ექსპერტიზა.
სხდომაზე ასევე თანხმობა მიეცა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც საბურთალოს, ნაძალადევის, ვაკის, ისნის, კრწანისისა და სამგორის გამგეობებმა წარმოადგინეს. პროექტები, ძირითადად, გზის საფარის მოწესრიგებას, გაზიფიცირებას, ელექტროფიცირებას და სკვერების მოწყობა-მოწესრიგებას მოიცავდა.

აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა. კომისიის სხდომას, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები