“თავისუფალი თაობა” “ნაციონალური მოძრაობის” მხილებას კიდევ ერთხელ აპირებს

ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” “ნაციონალური მოძრაობის” მხილებას კიდევ ერთხელ აპირებს. როგორც “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს, “ხვალ, 17 თებერვალს, 3 საათზე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ საზოგადოების წინაშე უკვე რიგით მესამეჯერ ამხელს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაზეთით „მხილება“, რომელიც მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგდება. მასში დეტალურადაა წარმოდგენილი იმ დანაშაულებრივი ფაქტების დამადასტურებელი მასალა, რაც გასული წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ. როგორც „თავისუფალი თაობის“ ლიდერები აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხილება ამით არ დასრულდება და კიდევ ბევრ მათგანს თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით ემუქრება ლუსტრაცია უახლოეს მომავალში, „თავისუფალი თაობა“ კი ამ საქმეში ლომის წვლილს შეიტანს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები