ზუგდიდში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ჭითაწყალის მკვიდრია. ის გალიდან დევნილი იყო.
32 წლის მამაკაცის ცხედარი თანასოფლელებმა იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც ისინი საქონელს ეძებდნენ.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება და რამდენიმე ადგილას ცივი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული. ისინი ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები