სტოლტენბერგი: ჩვენს ხელთ არსებული მასალა ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები იბრძვიან

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტებერგი გაცხადებით, მის ხელთ არსებული მასალები ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობენ.
“ჩვენი დაზვერვის სამსახურის მიერ მოწოდებული მასალები ადასტურებს, რომ რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს აწარმოებენ. დამოუკიდებელი ჟურნალისტები და სხვადასხვა ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები იღუპებიან. გარდა ამისა, ჩვენს გვაქვს ინფორმაცია უკრაინის აღმოსავლეთში გამოყენებული იარაღის შესახებ, რომლის ამოქმედებაც სპეციალისტების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები