სტოლტენბერგი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინას, დაიცვას მისი სუვერენიტეტი და, შესაბამისად – საერთაშორისო ნორმებიც.
“ვფიქრობთ, რუსეთი უმნიშვნელოვანეს დახმარებას უწევს უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს. ამ დახმარების გარეშე ისინი ასეთ შედეგებს ვერ მიაღწევდნენ. ეს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა, ამის სანაცვლოდ მას ანექსირებული აქვს ყირიმი და ის აქტიურ მხარდაჭერას უწევს სეპარატისტებს”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები