მექსიკაში სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი მგზავრების რაოდენობამ 19-ს მიაღწია

მექსიკის ჩრდილოეთით სატვირთო მატარებელსა და ავტობუსს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 19 მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობამ კი – 35-ს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფეობდა. მან ვერ შენიშნა მომავალი მატარებელი და სარკინიგზო ლიანდაგი გადაკვეთა. სარკინიგზო ავარიის შედეგად სამგზავრო ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო. 10 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები