რუსთავში სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა

რუსთავის ავტობაზრობასთან სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანებები რამდენიმე ადამიანმა მიიღო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები