ბათუმში 27 წლის მშობიარე გარდაიცვალა

ბათუმის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა და მეოთხე შვილი გააჩინა, თუმცა თავად გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ახალშობილი თავს ნორმალურად გრძნობს, მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.
„როცა პაცინტი საავადმყოფოში შემოიყვანეს, მძიმე ანემია ჰქონდა და გადავიყვანეთ კლინიკა „მედინაში“, სადაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჩვენთვის უცნობია“, – აცხადებს ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ნუკრი ბეჟანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები