ბელორუსიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას გეგმავს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს. „საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვაპირებ ჩამოსვლას. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად კარგი პერიოდი გამოვიარე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა შევხვდეთ და სერიოზულად განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას ის აპრილში გეგმავს. ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები