ვლადიმერ პუტინის წითელი ჰალსტუხი და ნერვიულობისგან გატეხილი საწერი კალამი (ვიდეო)

მინსკში, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე მისულ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეშფოთება არ გამოჰპარვიათ.მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის დროს კურიოზიც კი მოხდა. ბელორუსიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სკამზე დაჯდომის საშუალება არ მისცა. არასწორად გამოწეული სკამი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, იატაკზეც აღმოჩენილიყო. გარდა ამისა, ჟურნალისტებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ვლადიმერ პუტინს ნერვიულობისგან საწერი კალამი გაუტყდა. შავ შარვალ – კოსტიუმსა და წითელ ჰალსტუხში გამოწყობილი რუსეთის პრეზიდენტი საკმაოდ ღელავდა. დიალოგი, რომელიც ანგელა მერკელს, ფრანსუა ოლანდს, პეტრე პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის მიმდინარეობდა, საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. ის 16 საათს გაგრძელდა.

10968076_1543718639213041_213014732_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები