ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე საგაზაფხულო ჩვენებას დაუნის სინდრომის მქონე გოგონა წარადგენს
ულამაზესი გოგონა ჯეიმი ბრიუერი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, აპრილში, ნიუ-იორკის კვირეულზე საგაზაფხულო კოლექციას წარადგენს. როგორც “თუდეი-ქომი”იუწყება, მსგავს შემთხვევას ადგილი მანამდე არ ჰქონია. ჩვენების ორგანიზატორი ბრიტანელი დიზაინერი კერი ჰამერია. მისი შექმნილი კაბა ახალგაზრდა ბრიუერის გარეგნობას საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს. გასულ წელს, ნიუ-იორკის პოდიუმზე მან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები გაიყვანა, მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი Danielle Sheypuk-ი, რომლის ფოტოსურათებმაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოწვია.