გიორგი თავდგირიძე: დროა, საქართველომაც მოითხოვოს რუსებისაგან ქართული ტერიტორიების დეოკუპაცია

დროა საქართველომაც მოითხოვოს რუსებისაგან ქართული ტერიტორიების დეოკუპაცია, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც თავდგირიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, უახლოეს პერიოდში წამოვა თუ არა რუსეთი ასეთ მოლაპარაკებებზე, საქართველომ ეს საკითხი უნდა მიაბას ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურას.

„დროა, საქართველომაც მოითხოვოს რუსებისაგან ქართული ტერიტორიების დეოკუპაცია. სამაგიეროდ აიღოს ვალდებულება, ფართო ავტონომია მისცეს ორივე რეგიონს, არ განალაგოს ამ რეგიონებში თავისი შეიარაღებული ძალები და ლტოლვილების დაბრუნების შემდეგ ჩაატაროს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ამ ტერიტორიებზე.

მიუხედავად იმისა, უახლოეს პერიოდში წამოვა თუ არა რუსეთი ასეთ მოლაპარაკებებზე, ჩვენ ეს საკითხი უნდა მივაბათ ევროპასა და პოსტსაბჭოთ სივრცეში ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას. თუ რუსეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედების ესკალაციას, დიდი ალბათობით დაპირისპირების დასრულების შემდეგ ( შედეგი წინასწარ ადვილად გამოსაცნობია) რუსეთის მოთხოვნები ან საერთდ არ იქნება გათვალისწინებული, ან მხოლოდ მცირე მოცულობით.

ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მზად ჰქონდეს თავისი ხედვა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების კონფლიქტის შემდგომ მოწყობისა და მართვის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წინადადებებში საქართველოს, როგორც მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული, ხოლო აფხაზებისა და ოსების, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების, და არა როგორც რაიმე ტიპის პოლიტიკური ან სახელმწიფოებრიობის ერთეულების მფლობელების“, – წერს თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები