გურჯაანის საკრებულო “ნაკურთხ პრემიებთან” დაკავშირებით ბოდიშს იხდის



გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო “ნაკურთხ პრემიებთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ 9 თებერვალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც საკრებულოს წევრებმა ლევან ხაზიურმა და ზაქარია ქაჩლიშვილმა დაუდევრად გააჟღერეს არასერიოზული ფრაზა, თითქოს პრემიები  ნაკურთხიიყო, იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა, რაც დეპუტატისთვის შეუფერებელ ქმედებად უნდა ჩაითვალოს.

გვინდა გაუგებრობისთვის ბოდიში მოვუხადოთ როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე მოქალაქეებს  და განვმარტოთ, რომ დეპუტატის მხრიდან საკრებულოს სხდომაზე რელიგიური საკითხების უადგილო გაჟღერება მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები