სასამართლოს თავმჯდომარეობის შესარჩევ ერთ-ერთ კრიტერიუმს ჩაფიძე დისკრიმინაციულს უწოდებს



„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით არც უმრავლესობაში და არც ფრაქციის დონეზე არ უმსჯელიათ. ერთ-ერთი კრიტერიუმი – აპოლიტიკურობა კი დისკრიმინაციული მიდგომაა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ელისო ჩაფიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

მისი თქმით, უმრავლესობას არანაირ კრიტერიუმებზე არ უმსჯელია:

„არც უმრავლესობაში, არც ფრაქციაში არანაირ კრიტერიუმზე მსჯელობა და განხილვა არ ყოფილა. თითქოს არ შეიძლება პარტიის წევრი იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად განხილული. ეს პარტიულობის ნიშნით დისკრიმინაციული მიდგომა და ადამიანის დისკრიმინაციაა. თუ მე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვარ, ეს არ მიკრძალავს საქმიანობას არც სამეცნიერო სფეროში და არც უნდა ამიკრძალოს მოსამართლის პოზიციის დაკავება, ჟურნალისტობა და ასე შემდეგ. არ მგონია, რომ პოლიტიკური საქმიანობა დანაშაულია. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წევრია, თუმცა ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულობას ინარჩუნებს. ადამიანი პრონციპული ან არის, ან არა.“

ელისო ჩაფიძე აღნიშნული განცხადებით იმ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომლითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს ზაქარია ქუცნაშვილს საკუთარი პოზიცია უმრავლესობასთან უნდა შეეთანხმებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები