მარიამ მათიაშვილს დახმარება ესაჭიროება

24 წლის მარიამ მათიაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია. მას აქვს ფიბროზული ოსტეოდისპლაზია, რაც იწვევს ძვლების დაშლა-გადაგვარებას. მარიამს ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, თუმცა უშედეგოდ. მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია განმეორებითი ოპერაციის ჩატარება თურქეთში, რისი საშუალებას მარიამს და მის ოჯახს არ გააჩნია, ამიტომ ითხოვენ დახმარებას. „facebook”-ში ვრცელდება განცხადება, რომელშიც მარიამ მათიაშვილი დეტალურად აღწერს თავის პრობლემას და ავრცელებს ანგარიშის ნომერს, რომელზეც, დახმარების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გადარიცხონ.

„24 წლის ვარ, 14 წელია დაავადებული ვარ ფიბროზული ოსტეოდისპლაზიით, რაც იწვევს ძვლების დაშლა-გადაგვარებას. თავზე მაქვს სამი ოპერაცია გაკეთებული. პირველი ოპერაცია ჩამიტარდა 2002 წელს, ლენინგრადში. უსახსრობის გამო და პოლიტიკური მდგომარეობის გამო ვეღარ წავედი შემდეგ წლებში იქ. მეორე ოპერაცია ჩამიტარდა 2005 წელს, რის შედეგადაც დამიკარგეს მარჯვენა თვალის სრული მხედველობა და მარცხენა თვალში დამრჩა 0,6 პროცენტი. მესამე ოპერაცია ჩამიტარდა 2011 წელს. არასწორი ოპერაციის გამო ამომიღეს მთლიანი შუბლის ძვალი და პლასტმასით შემიცვალეს. ამ არასწორმა ოპერაციამ გამოიწვია „კომატოზური პერიოდი” და ხუთი დღის განმავლობაში ვიყავი კომაში. ამჟამად სასწრაფოდ მესაჭიროება თურქეთში ოპერაცია, რადგან ბოლო არასწორი ოპერაციის შედეგად ძვლებმა უფრო დიდი დეფორმაცია განიცადა, რის შედეგადაც, ეს გადაადგილებული ძვლები ჭყლეტს მარცხენა თვალის ნერვს. ამჟამად „ატროფია” უკვე დაწყებულია. ამასთან ერთად, სასწრაფოდ საჭიროა დაზიანებული ძვლების გამოცვლაც, რათა დაავადებამ პროგრესირებაც შეწყვიტოს. ამ ყველაფერთან ერთად მაქვს თავის ხშირი გაუსაძლისი ტკივილები”, – ნათქვამია მარიამ მათიაშვილის განცხადებაში.

საქართველოს ბანკი:    GE10BG0000000313292200

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები