უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი წარადგინეს

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი იქნება. პოსტზე მისი კანდიდატურა პრეზიდენტს მოსამართლეთა საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა.

მერაბ გაბინაშვილი მთავარ პრიორიტეტად მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და სასამართლო ხელისუფლების თავისუფლების დაცვას ასახელებს.

„მიმაჩნია, რომ საქართველოში საზოგადოების თითოეული წევრი უნდა გრძნობდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეული იქნება მისი უფლება ამ უფლების აღდგენის გარანტირებული ადგილი არის სასამართლო ხელისუფლება. ზოგადად, სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სხვა სახელისუფლებო შტოებს შორის“, – განაცხადა გაბინაშვილმა.

გაბინაშვილი ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეა. ის აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები