ახალდაბის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

შუახევში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფელ ახალდაბის მოსახლეობამ გვირაბთან მისასვლელი გზა გადაკეტა. ადგილობრივების განცხადებით, ჰესებთან დაკავშირებულმა გვირაბის მშენებლობამ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ სოფელს პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივები გამგეობისგან და ჰესის მშენებელი კომპანიისგან სახლებზე მონიტორინგს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
მშენებარე კომპნიაში კი აცხადებენ, რომ ისინი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით მუშაობენ.
შუახევის გამგებლის განცხადებით, სახლებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.
„თუკი საჭირო იქნება, ჩვენ გეოლოგებს მოვიყვანთ და ისინი კვლავაც შეისწავლიან თითოეული ადგილობრივი მაცხოვრებლის ადგილს. წყლის პროექტი ერთწლიანია, მალე გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ ახალდაბის მოსახლეობას წყლით მომარაგების პრობლემა მოეხსნას“, – განაცხადა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები