„შენ უღალატე მაიდანს, შენ უღალატე უკრაინას!“ – ლიაშკოს ბრალდება პოროშენკოს (ვიდეო)

დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორი ვიტალი იარემი თანამდებობიდან გადააყენა, მის ნაცვლად  კი ვიქტორ შოკინი დანიშნა. ამ ფაქტმა ოლეგ ლიაშკოს განრისხება გამოიწვია.
მთავარი რადიკალი აცხადებდა, რომ შოკინისთვის ხმის მიცემის შედეგებმა კოალიციის ახალი ფორმატი დააფიქსირა, რომელშიც საპრეზიდენტო პოროშენკოს ბლოკის და პრემიერის სახალხო ფრონტის გარდა იანუკოვიჩის ყოფილი მიმდევრები და არაფრაქციული ჭაობიდან სხვდასხვა დეპუტატები შევიდნენ.
ლიაშკო ბოლოს პოროშენკოსთან მიიჭრა და მასთან „თითებით დუელი“ გამართა. „შენ უღალატე მაიდანს, შენ უღალატე უკრაინას“, – უყვიროდა ლიაშკო პოროშენკოს.

წყარო: glavcom.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები