ლატვიის საზღვრებთან რუსული სამხედრო ხომალდი ისევ გამოჩნდა

ბალტიის ზღვაში, ლატვიის საზღვართან “სამარის ” ტიპის რუსული სამხედრო ხომალდი ისევ გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის საზღვაო ფლოტის წამორმადგენელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
მსგავსი ინციდენტი გასულ კვირასაც დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ბალტიისპირეთში რუსული სამხედროეის გააქტიურების გამო დიდმა ბრიტანეთმა სპეციალური ჯავშანტექნიკა და 100 -მდე ჯარისკაციც კი გააგზავნა.
ოფიციალური განცხადება ლატვიას ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ბოლო პერიოდში რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებმა 400-ს გადააჭარბაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები