დონეცკისა და კრამატორსკის რაიონებს სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კრამატორსკის რაიონს სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, თუმცა გარდაცვლილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
“ატოს” სამხედრო ბატალიონში იუწყებიან, რომ სეპარატისტებმა ადგილობრივი აეროდრომიც დაბომბეს და აკრძალული საბრძოლო იარაღი, მათ შორის „გრადის“ ტიპის “БМ-21” გამოიყენეს. აღნიშულ ტერიტორიაზე იერიში სეპარატისტებმა გორლოვკის რაიონიდან, “ტორნადოს” ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობიდან განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები