„ადგილობრივი და უცხოური წარმოების ნახევარლიტრიან ბოთლ ლუდზე გაზრდილი აქციზი 10 თეთრი იქნება“
დღეის მდგომარეობით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური წარმოების ნახევარლიტრიან ბოთლ ლუდზე გაზრდილი აქციზი 10 თეთრი იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ლუდის მწარმოებლებთან ეკონომიკის სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.
“გამოვაქვეყნეთ თარიღები, ოქტომბრიდან დაწყებული რამდენჯერმე შევხვდით ლუდის მწარმოებლებს. იმის გამო, რომ მათ გარკვეული ვადა სჭირდებოდათ, გადავავადეთ ლუდის აქციზის ამოქმედება, გავანახევრეთ გასაზრდელი აქციზი. მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოური წარმოების ნახევარლიტრიან ბოთლ ლუდზე გაზრდილი აქციზი 10 თეთრი იქნება”, – განაცხადა ხადურმა.