რა ინფორმაციის გასაჯაროვებას აანონსებს ირაკლი ფირცხალავას მეუღლე

ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია აცხადებს, რომ მის მეუღლეს 9 თებერვალს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთად დაასახელებენ. როგორც ხვიტია აცხადებს, იგი ირაკლი ფირცხალავას ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს და კატეგორიულად აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მკვლელი არ არის.
„ჩემი გულშემატკივრების და იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც თვლის, რომ ირაკლი ფირცხალავა არ წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ დამნაშავეს, გაუწყებთ, რომ დღეს, 9 თებერვალს, ზ. ვაზაგაშვილის დაბადების დღეს (მსოფლიოში ყველაზე უდანაშაულო ადამიანის), 2 საათზე იმედის ტელევიზია გამოაცხადებს ირაკლი ფირცხალავას, როგორც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს!!!! ამ ყველაფერს მე წინასწარ ვგრძნობდი და გამოვთქვი კიდეც ეს აზრი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მე მხოლოდ მინდა აღვნიშნო ერთი რამ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ის, რომ ეს რაც ხდება, სიბინძურე სრული, მე ვარ მოწმე მისი მეგობრებთან ურთიერთობების, მე მარტო მისი მეუღლე არ ვარ, მე მასთან 40 წლის ურთიერთობა მაკავშირებს, 5 წლიდან ერთად მოვდივართ და სრული პასუხისმგებლიბით ვაცხადებ, რომ ის მკვლელი და დამკვეთი არ არის!!!! აი, ის ფაქტიც, რომ ვიღაც გაუნათლებელი და პროვოკატორი, რუსეთუმე ადამიანების გაერთიანება ძალიან დიდი ინტერესით მონაწილეობს ჩემი მეუღლის განადგურებაში, უკვე არა მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში, ეს კიდევ ბევრ რამეზე მიუთითებს და ქართველი ნორმალური საზოგადოებისთვის, პატრიოტულად მოაზროვნეებისთვის სრულიად გასაგები უნდა იყოს!!!“ – წერს ნინო ხვიტია ფეიუსბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები