რუსეთში სკოლის მოსწავლის გატაცებისთვის ქართველები დააკავეს

რუსეთის კაპოტნიას რაიონში მე-11 კლასელის გატაცებისა და, გამოსასყიდის სახით, 100 ათასი დოლარის გამოძალვის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს.
გატაცებულის დედამ “რია-ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ გამტაცებლები მის ვაჟს, გატაცების წინა დღეს, საღამოს 9 საათზე თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. მეორე დღეს კი ის გაუჩინარდა.
როგორც გამოძიებიდან ირკვევა, ახალგაზრდა მძევალი გამტაცებლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში “ტოიოტა-კამრის” ტიპის ავტომობილში გამოამწყვდიეს.
გამტაცებლების ვინაობა, გამოძიების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 1992 და 1994 წლებში დაიბადნენ. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები