ეგვიპტეში ფეხბურთის მატჩის შემდეგ მომხდარ არეულობას 22 ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ფეხბურთის მატჩზე მომხდარი არეულობის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი საფეხბურთო გუნდი “ზემალეკი” და “ენპი” ეპაექრებოდა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა მარცხი განიცადა, გულშემატკივრებმა საფეხბურთო მოედანზე მასობრივად გასვლა და მარცხის გაპროტესტება სცადეს, რასაც სამართალდამცავების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. აღნიშნული ფაქტი, კაიროში, საფეხბურთო მოედანზე მომხდარი პირველი ინციდენტი არ არის. 2012 წელს, მატჩის შემდეგ მომხდარ შეტაკებას სამართალდამცავებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის 72 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.