ანგელა მერკელი ვაშინგტონს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 9 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა. ეს ინფორმაცია გერმანულ ტელე-რადიოკომპანია „Deutsche Welle“-ს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენიფერ ფსაკიმ მიაწოდა.
„9 თებერვალს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციის გაგრძელების მიზნით ვაშინგტონს ეწვევა“, – განაცხადა ფსაკიმ „DW”-სთან ინტერვიუში.
ფსაკით სიტყვებით, აშშ-ის, ისევე როგორც გერმანული და ფრანგული მხარეების მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები