სერგეი ლავროვი: რუსეთი არასდროს ერიდებოდა საქართველოსთან კონტაქტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არასდროს ერიდებოდა საქართველოსთან კონტაქტებს. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“საქართველოსთან კონტაქტებს არასდროს ვერიდებოდით და დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია. აბაშიძე-კარასინის არხი არსებობს. მე არ მომისმენია რაიმე სახის ოფიციალური განცხადება ამ არხის შეწყვეტის შესახებ”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, იმას, რომ კარასინი და აბაშიძე დიდი ხანია ერთმანეთს არ შეხვედრიან, მშვიდად უნდა შევხედოთ.
“ვფიქრობ, როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება, ამ არხს ავამოქმედებთ. ჩემი აზრით, ეს სასარგებლოა. იძლევა შესაძლებლობას მოხდეს იმ საკითხების განხილვა, რომლებიც წარმოიშვება”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები