უკრაინაში დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს მიაღწია

გერმანიის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს მიაღწია, რაც კიევის მონაცემებს ათეულობით აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.
„ოფიციალური ციფრები აშკარად შემცირებულია და ნდობას არ იმსახურებს“,- წერს გერმანული გაზეთი „Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung“.
გაეროს მონაცემებით, დონბასში დაღუპულთა რაოდენობა 5350 ადამიანია, 12 ათასზე მეტი კი – დაჭრილია.
მიუნხენის კონფერენციაზე პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1200 მებრძოლი და 5400 მშვიდობიანი მოქალაქე. ამას გარდა, კონფლიქტის ზონაში სროლები არ წყდება. დღის განმავლობაში 8 მოსახლეა დაღუპული, 14 კი დაჭრილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები