ლავროვის განცხადების შემდეგ პოროშენკომ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.
როგორც საინფორმაციო საშუალება “რია-რუ” იუწყება, პროტოკოლის მიხედვით, მათი შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხზე გამართული კონფერენციის ფარგლებში უნდა გამართულიყო და ორ მხარეს უკრიანაში არსებულ მდგომარეობაზე უნდა ესაუბრა, თუმცა მოულოდნელად, პოროშენკომ კოლეგასთან შეხვედრაზე უარი მაშინ განაცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობამ, უკრაინასთან დაკავშირებით გამოცდას ვერ გაუძლო. პოროშენკო მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “მე მასთან შეხვედრას არ ვგეგმავ”.